აქციის მონაწილეებმა ვაკის პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს [ვიდეო]

შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებმა ვაკის პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს.

ისინი აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

დაზუსტებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ექვსი ადამიანი დააკავეს.