შესყიდვების სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მამუკა ტუსკაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება
შესყიდვების სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მამუკა ტუსკაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება

შესყიდვების სააგენტოს დირექტორი ლევან რაზმაძე დავების საბჭოს ყოფილი წევრის, მამუკა ტუსკაძის განცხადევას ეხმაურება. ლევან რაზმაძის თქმით, საბჭოს ყოფილი წევრის მიერ მოყვანილი ციფრები სააგენტოს ბაზაში არსებულ მონაცემებს არ შეესაბამება.

რაზმაძის თქმით, ტუსკაძემ წლის განმავლობაში საბჭოს 1475 გადაწყვეტილებიდან ხელი 300 გადაწყვეტილებას მოაწერა. შესყიდვების სააგენტოს დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ტუსკაძეს საბჭოს მუშაობასთან ან კონკრეტულ გადაწყვეყილებებთან პრეტენზიები გააჩნდა, შეეძლო ეს თავის გადაწყვეტილებებში აესახა.

სააგენტოს დირექტორის თქმით, საბჭოს ყოფილი წევრს მისი განცხადებიდან გამომდინარე ან სრულად არ ჰქონდა ინფორმაცია, ან მისი მოპოვება ვერ შეძლო, რადგან აღნიშნული ციფრები რეალობას არ შეესაბამება. რაზმაძის თქმით, კონკრეტულ ციფრებსა და მონაცემებს უწყება სპეციალური განცხადებაში გაავრცელებს.

დავების განმხილველი საბჭოს წევრმა მამუკა ტუსკაძემ თანამდებობა დატოვა. საბჭოს დატოვების მთავარ მიზეზად ის ამ ორგანოს უფუნქციობას ასახელებს.