მამუკა ტუსკაძემ მერიასთან სამშენებლო მასალები მიიტანა და მიშენების გაკეთება სცადა
მამუკა ტუსკაძემ მერიასთან სამშენებლო მასალები მიიტანა და მიშენების გაკეთება სცადა

უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიასთან უკანონო მშენებლობები გააპროტესტა. მან ადგილზე ცემენტი და სამშენებლო ბლოკები მიიტანა. მისი თქმით, მერია ცხელი ხაზის მეშვეობით გააფრთხილა, რომ შენობაზე უკანონო მიშენებას გეგმავდა.

მამუკა ტუსკაძეს მიშენების გაკეთების უფლება მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„უკანონო მშენებლობებს ვებრძვი, რომელსაც ლობირებენ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბაგრატიონი და ჯაყელი. გავაფრთხილე მერია ცხელ ხაზზე, რომ სპეციალურად ვაპირებდი უკანონო მიშენებას, არავინ გამოსულა. ჯარიმა კი არა, თუნდაც გაფრთხილების ყვითელი ფურცლითაც არავინ მოსულა“, – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

მან თბილის მერიას მოუწოდა, დროულად დასრულდეს უნებართვო და უკანონო მშენებლობები და ასევე, გამოსწორდეს საკანონმდებლო ხარვეზები.

დაპირისპირების შემდეგ, მამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიის ტერიტორია დატოვა და სამშენებლო მასალებიც წაიღო. მისი თქმით, მომავალში თბილისის მერის კახა კალაძის სახლთან გადაინაცვლებს და პროტესტს იქ გააგრძელებს.