მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისათვის“ ყრილობა გამართა
მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისათვის“ ყრილობა გამართა

პოლიტიკურმა მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისათვის“ ყრილობა გამართა. მოძრაობის  მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ტუსკაძე ამომრჩეველს მოსწავლეთა სასახლეში შეხვდა და პროგრამა გააცნო. მოძრაობა ძირითად აქცენტს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე აკეთებს

„გვაქვს მკვეთრად გამოხატული მემარცხენე ორიენტაცია და ვფიქრობთ, რომ სოციალური სამართლიანობა გადაარჩენს ამ ქვეყანას და იმ ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე იზრუნებს, ვინც დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, ჩვენი დელეგატების უმრავლესობაც სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანია“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.