კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ირაკლი ხმალაძე შეხვდება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ირაკლი ხმალაძე შეხვდება

თბილისის მერიაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე შეხვდება.

აქციის მონაწილეები ირაკლი ხმალაძეს საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ.

კერძოდ, ისინი ითხოვენ, მათ საკუთრებაში შესული სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობის გამოსახლებას, ასევე უკანონო მშენებლობების შეჩერებას.

როგორც უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, „თბილისის მერიამ უნდა შეწყვიტოს უკანონო მშენებლობების ლობირება და მათ შორის, „დიღომი 633“-ის კორპუსზე მიმდინარე მშენებლობა, რომელზეც დღესაც მიმდინარეობს უკანონო დაშენება და გადახურვა“.