შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ხომალდი შემოვიდა
შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ხომალდი შემოვიდა.
„ჯეიმს უილიამსი“ წითელ ზღვაში პატრულირების შემდეგ ბოსფორის სრუტეში შევიდა და შავი ზღვის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
აშშ-ის სამხედრო ხომალდი აღჭურვილია საომარი საინფორმაციო-სამართავი სისტემით Aegis. ხომალდის შვიდთვიანი ცურვის მიზანი აშშ-ის სამხედრო პოზიციების გაძლიერებაა.
აშშ-ის სამხედრო ხომალდზე განთავსებულია „ტომაჰავკის“ ტიპის 56 რაკეტა, რომელიც ბირთვული ქობინებითაა აღჭურვილი. სარაკეტო ხომალდზე SH-60 Seahawk-ის ტიპის ვერტმფრენების განთავსებაა შესაძლებელი. ეკიპაჟი 337 ადამიანისგან შედგება.