აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ სადავო კუნძულებთან მყოფი ჩინური ხომალდების გამო, იაპონიის ხელისუფლება პროტესტს გამოთქვამს
აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ სადავო კუნძულებთან მყოფი ჩინური ხომალდების გამო, იაპონიის ხელისუფლება პროტესტს გამოთქვამს

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ ე.წ. სენკაკუს არქიპელაგის (ჩინური დასახელება „დიაუდაო“) სიახლოვეს ხანგრძლივად მყოფი ჩინური საპატრულო ხომალდების გამო, იაპონიის ხელისუფლება ოფიციალური პეკინის მიმართ პროტესტს გამოთქვამს. ამის შესახებ იაპონური მედია წერს.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის, ნობუო კიშის განცხადებით, ოფიციალური ტოკიო ვერასდროს მიიღებს ჩინეთის ცალმხრივ მცდელობებს, არსებული სტატუს-კვო ძალის გამოყენებით შეიცვალოს.

ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები უკვე 112 დღეა, კუნძულებთან პატრულირებენ.