ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო ხომალდი გაიტაცეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო ხომალდი გაიტაცეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო ხომალდი გაიტაცეს. ისრაელის არმიის ცნობით, გემი თურქეთიდან ინდოეთში მიცურავდა, ბორტზე საერთაშორისო სამოქალაქო ეკიპაჟი იმყოფებოდა. ეკიპაჟის 25 წევრს შორის არიან უკრაინის, ბულგარეთის, ფილიპინებისა და მექსიკის მოქალაქეები. ისრაელის მოქალაქეები ბორტზე არ იმყოფებიან.

ხომალდი ბაჰამის დროშის ქვეშ მიცურავდა და ბრიტანულ კომპანიაზეა რეგისტრირებული, რომლის წილი ისრაელელ ბიზნესმენს, აბრაამ უნგარს ეკუთვნის.

მედიის ცნობით, გატაცების დროს ხომალდი იაპონურ კომპანიას ჰქონდა იჯარით აღებული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში მომხდარი „ირანული ტერორიზმის“ შედეგად შეაფასეს.

ჰუსიტები იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ. 2014 წლიდან ისინი იემენის დედაქალაქ სანას და ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ.