ტაილანდის ყურეში სამხედრო ხომალდი ჩაიძირა, მაშველები 30-ზე მეტ სამხედროს ეძებენ 

11:01, 19.12.2022

ტაილანდის ყურეში ტაილანდის კუთვნილი სამხედრო ხომალდი ჩაიძირა.

მედიის ინფორმაციით, მაშველები 30-ზე მეტ სამხედროს ეძებენ.

შემთხვევა გვიან ღამით ძლიერი შტორმის გამო მოხდა. ხომალდზე ეკიპაჟის 100-ზე მეტი წევრი იმყოფებოდა, მათგან 75 მაშველებმა გადაარჩინეს.

 

მსგავსი