ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 33 მეზღვაური დაკარგულად ითვლება, 25 დაშავდა და ერთი დაიღუპა
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 33 მეზღვაური დაკარგულად ითვლება, 25 დაშავდა და ერთი დაიღუპა

ტელეგრამ არხ „ასტრას“ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 33 მეზღვაური დაკარგულად ითვლება, 25 დაშავდა და ერთი დაიღუპა.

ტელეგრამ არხის ცნობით, „თავდასხმის ადგილას აღმოჩენილია რაკეტის ფრაგმენტები, ხომალდი კი მთლიანად დაიწვა და ჩაიძირა“.

გამოცემის ცნობით, უკრაინელების თავდასხმის მომენტში ხომალდზე სულ 77 მეზღვაური იმყოფებოდა.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ დიდი სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ ჩაძირა. კიევში ამტკიცებენ, რომ ხომალდით ირანული დრონები გადაჰქონდათ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გემზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ „ნოვოჩერსკასკი“ დაზიანდა. ამასთან უწყებაში ამტკიცებენ, რომ გაანადგურეს ორი უკრაინული „სუ-24“, რომელთაც რუსულ ხომალდზე დარტყმა მიიტანეს.