საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსისთვის გამოცხადებული კომპოზიტორის კონკურსი დასრულდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსისთვის გამოცხადებული კომპოზიტორის კონკურსი დასრულდა. 21 დეკემბრიდან – 1-ელ თებერვლამდე გამოცხადებულ საკონკურსო პერიოდში, 200-ზე მეტი სიმღერაა შემოსული. კონკურსში ქართველებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული უცხოელი კომპოზიტორებიც.
რამდენიმე დღეში დაიწყება კონკურსში მონაწილე სიმღერების გადარჩევის პროცესი, რომელსაც სპეციალურად შერჩეული ჟიური უხელმძღვანელებს. მათ არ ეცოდინებათ კონკრეტული სიმღერის კომპოზიტორის ვინაობა და გადაწყვეტილებას მიუკერძოებლად მიიღებენ. ჟიურის წევრების ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ჟიურის გადაწყვეტილების შემდეგ, პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოთხი ფინალისტი სპეციალური სიიდან შეარჩევს ფავორიტ სიმღერას, რომელსაც 2 მარტს კონკურსის ფინალში შეასრულებს.
შეგახსენებთ, ფინალურ ტურში მაყურებელი, გამარჯვებულთან ერთად, საქართველოს საკონკურსო სიმღერასაც ირჩევს.