„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილე მარიამ გოგიბერიძე საქართველოს პირველი არხის რჩეული გახდა და საფრანგეთში, საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში ისწავლის
„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილე მარიამ გოგიბერიძე საქართველოს პირველი არხის რჩეული გახდა და საფრანგეთში, საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში ისწავლის

„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილე მარიამ გოგიბერიძე საქართველოს პირველი არხის რჩეული გახდა და საფრანგეთში, საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში ისწავლის. ამის შესახებ მეგაშოუს ფინალზე საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და კონკურსის ჟიურის წევრმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ვარსკვლავის“ ტრადიცია გრძელდება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის გამარჯვებული, ვისაც გადაცვემ, ამ პრიზს, მგონია, რომ ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს. როგორც შარშან, წელსაც, ჩვენ საქართველოს პირველი არხის რჩეულს გამოვავლენთ და ის გაემგზავრება სასწავლებლად საფრანგეთში, „მიუზიქ ინთერნეიშენალ აკადემიაში“, რომელიც ამზადებს ყველა ამომავალ ვარსკვლავს და არის ისეთი მუსიკალური პროექტების პარტნიორი, როგორიც არის „ვოისი“.

აქვე, პატარა სიურპრიზი პირველი არხის მაყურებელს – ეს პროექტი გავა სექტემბრიდან საქართველოს პირველ არხზე, „ნოვა ფროდაქშენთან“ ერთად.

16 წლის მარიამ გოგიბერიძე, რომელიც გამოიპარა სახლიდან და მოვიდა თამამად კონკურსში, არის ჩვენი რჩეული და ისწავლის საფრანგეთში“ – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი გახდა და საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს.