სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი - მეტრო "ახმეტელიც" მოწმდება
სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი - მეტრო "ახმეტელიც" მოწმდება

“ვარკეთილის” მეტროში მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იგივე კომპანიას მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” რეაბილიტაცია აქვს ჩატარებული, რის გამოც მეტროსადგური მოწმდება.

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დასრულების შემდეგ მოხდება მეტროს თანამშრომლების მიერ ვესტიბულის დასუფთავება. იგივე კომპანიას აქვს “ახმეტელის თეატრის” მეტროსადგურის რეაბილიტაციაც გაკეთებული. როგორც “ვარკეთილში”, ასევე მეტრო “ახმეტელზე” ხდება მთლიანად ვესტიბულის შემოწმება, სად და რის გამო მოხდა ჭერის ჩამონგრევა”,- აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რამდენად ჯეროვნად იყო შესრულებული სამუშაოები მეტროსადგურ “ვარკეთილში”,  სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ დადგინდება.

„ვარკეთილის“ მეტროში ჭერი ჩამოინგრა, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 14 ადამიანი.