ლონდონის პიკადილის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა
ლონდონის პიკადილის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

ლონდონის პიკადილის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ინციდენტი ართურ მილერის სპექტაკლის „კომივოიაჟორის სიკვდილის“ დროს მოხდა. ჭერის ჩამონგრევის გამო მსუბუქი დაზიანებები რამდენიმე ადამიანმა მიიღო, თეატრის ადმინისტრაცია კი იძულებული გახდა, წარმოდგენა შეეწყვიტა. შენობიდან 1100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.