კახა კალაძე - ერთი წელი გავიდა, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია
კახა კალაძე - ერთი წელი გავიდა, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია

ერთი წელი გავიდა და საზოგადოება უყურებს, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის გამოწვევაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები, იყოს ყველანაირად მოწესრიგებული.

„ამდენი ხნის განმავლობაში ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ, გარკვეული პრობლემების გამო. ხან პროექტი არ ვარგა, ხან ტენდერი ვარდება, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება სირცხვილია. ჩემი თხოვნა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთეთ პირდაპირი შესყიდვები, რადგან საზოგადოება უყურებს, ერთი წელი გავიდა და ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია. იმოქმედეთ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად და ხარისხზე ორიენტირებულები რომ ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.