მუხიანის სარაგბო კომპლექსში დაზიანებული ჭერი აღდგენილია
მუხიანის სარაგბო კომპლექსში დაზიანებული ჭერი აღდგენილია

მუხიანის სარაგბო კომპლექსში დაზიანებული ჭერი უკვე აღდგენილია. კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორი ლევან თარგამაძე აცხადებს, რომ ჩამოინგრა მსუბუქი კონსტრუქციის ნაწილი, ე.წ. შეკიდული ჭერი, რომლის შეკეთება მოკლე დროში გახდა შესაძლებელი.

„ვიზუალური დათვალიერებით, მონტაჟის ხარვეზი არ დადგინდა. ექსპერტიზა მაინც ჩავნიშნეთ. ექსპერტები დაათვალიერებენ ამ ოთახს, სხვა ოთახებსაც და დადებენ დასკვნას, თუ რამ გამოიწვია ჩამოვარდნა”, – განაცხადა თარგამაძემ.

კითხვაზე, რატომ მოხდა ჭერის აღდგენა ექსპერტიზის ჩატარებამდე, სამშენებლო კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ შემოწმების ჩატარება ფოტომასალით იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი