სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ეკლესიაში წირვის დროს ჭერის ჩამონგრევას 13 ადამიანი ემსხვერპლა

16:33, 19.04.2019

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წირვის დროს ეკლესიის ჭერი ჩამოინგრა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უბედური შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კვაზულუ-ნატალის პროვინციაში მოხდა.

ასევე, „როიტერის“ ინფორმაციით, 29 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ადგილობრივი ხელისუფების ცნობით, ჭერის ჩამონგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

 

მსგავსი