სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ეკლესიაში წირვის დროს ჭერის ჩამონგრევას 13 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წირვის დროს ეკლესიის ჭერი ჩამოინგრა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
უბედური შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კვაზულუ-ნატალის პროვინციაში მოხდა.
ასევე, „როიტერის“ ინფორმაციით, 29 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
ადგილობრივი ხელისუფების ცნობით, ჭერის ჩამონგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.