სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ სანქციებს აწესებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სუბიექტებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან „ვაგნერის“ ჯგუფთან აფრიკაში
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ სანქციებს აწესებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სუბიექტებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან „ვაგნერის“ ჯგუფთან აფრიკაში

აშშ სანქციებს აწესებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სუბიექტებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან „ვაგნერის“ ჯგუფთან აფრიკაში, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„აშშ სანქციებს აწესებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რამდენიმე სუბიექტის მიმართ, მათი კავშირის გამო ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც ცნობილია, როგორც „ვაგნერის“ ჯგუფი, და მათი ჩართულობისთვის იმ საქმიანობაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ერთ მოქალაქეს, რომელიც მსახურობდა „ვაგნერის“ აღმასრულებელ თანამდებობაზე მალიში.

„„ვაგნერმა“ გამოიყენა თავისი ოპერაციები მალიში, როგორც ჯგუფისა და მისი მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის შემოსავლის მოსაპოვებლად, ასევე იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად უკრაინაში საომარ მოქმედებებში შემდგომი ჩართვისთვის“, – წერია განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს მოქმედებებს „ვაგნერისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.