მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

სიონის საკათედრო ტაძარში წირვა 10:00 საათზე დაიწყო, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.