საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება.
რბოლა საქართველოში 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდება და მისი ორგანიზატორი ცნობილი ავტომრბოლელი ზოე ვითაკერია.
ზოე ვითაკერს ისეთ ცნობილ რბოლებში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორებიცაა RAC/Chrysler, Alpine Chalange და Paris Tu Marrakesh.
ღონისძიების ფარგლებში ქვეყანაში სხვადასხვა მედია საშუალება და ბრიტანელი კოლექცინერები ჩამოვლენ.
ზოეს თავგადასავალს მოკლემეტრაჟიან ფილმად გადაიღებენ, რომლის ჩვენება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არის დაგეგმილი.