საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება

12:19, 15.02.2018

საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება.

რბოლა საქართველოში 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდება და მისი ორგანიზატორი ცნობილი ავტომრბოლელი ზოე ვითაკერია.

ზოე ვითაკერს ისეთ ცნობილ რბოლებში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორებიცაა RAC/Chrysler, Alpine Chalange და Paris Tu Marrakesh.

ღონისძიების ფარგლებში ქვეყანაში სხვადასხვა მედია საშუალება და ბრიტანელი კოლექცინერები ჩამოვლენ.

ზოეს თავგადასავალს მოკლემეტრაჟიან ფილმად გადაიღებენ, რომლის ჩვენება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არის დაგეგმილი.

მსგავსი