NASCAR-ის ქალი პილოტი კარიერის ბოლო რბოლაში ავარიაში მოყვა 
NASCAR-ის ქალი პილოტი კარიერის ბოლო რბოლაში ავარიაში მოყვა 

ამერიკული სარბოლო სერიის – NASCAR-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა ქალმა ავტომრბოლელმა დანიკა პატრიკმა ავარიის გამო ვერ დაასრულა პრესტიჟული რბოლა – “დაიტონა 500″.

35 წლის ამერიკელისთვის ეს იყო კარიერაში ბოლო გამოსვლა NASCAR-ის სერიაში. ამის შესახებ პატრიკმა ჯერ კიდევ რბოლის წინ გამოაცხადა.

დანიკა პატრიკი NASCAR-ში 2012 წლიდან გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში, მან 191 რბოლა გამართა. სეზონის შედეგების მიხედვით, საერთო ჩათვლაში მისი საუკეთესო შედეგი იყო – 24-ე ადგილი 2015 და 2016 წლებში. მან შვიდჯერ შეაღწია ცალკეული რბოლების პირველ ათეულში, აგრეთვე, ერთხელ პოულიდან აიღო სტარტი.

2012 წელს, პატრიკმა მიიღო პრიზი – NASCAR-ის ყველაზე პოპულარული მრბოლელი. ის პირველი ქალი პილოტი იყო, ვინც ეს სტატუსი დაისაკუთრა.