Baby Endurance International 2020-ის გამარჯვებული ქართველი ავტომრბოლელი, ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინაში მრავალგზის ჩემპიონი, სანდრო თავართქილაძე გახდა
Baby Endurance International 2020-ის გამარჯვებული ქართველი ავტომრბოლელი, ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინაში მრავალგზის ჩემპიონი, სანდრო თავართქილაძე გახდა

12 დეკემბერს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს-რბოლა გაიმართა.

ვირტუალური რბოლა ორი საათი გაგრძელდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან შეჯიბრში ათი საუკეთესო სიმრეისერი ასპარეზობდა.

სანდრო თავართქილაძე ლეგენდარულ ავტოდრომ IMOLA-ზე სრული 68 წრის განმავლობაში დომინირებდა და მიხუედავად მის მდევარ Toskovic-ის მრავალგზის მცდელობისა, სანდრო თავართქილაძეს მისთვის შანსიც კი არ მიუცია.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი უკიდურესად დაძაბული გამოდგა ქართველი გულშემატკივრისთვის. გიორგი დათუაშვილი და გერმან ბულხალცევი ბოლო წამამდე იბრძოდნენ პოდიუმისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დათუაშვილმა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათ სიმრეისერს შორის ექვსი ქართველია.

შეგახსენებთ, რომ სსსფ-ის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „სიმულექს რეისინიგის“ ერთობლივი მუშაობით, 2020 წელს ჩატარდა Georgian Digital Championship 2020-ის ჩემპიონატი.

 

დატოვე კომენტარი