რალისა და დრიფტის ლეგენდა კენ ბოლკი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
რალისა და დრიფტის ლეგენდა კენ ბოლკი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

ავტომრბოლელი კენ ბოლკი 55 წლის ასაკში დაიღუპა. ის ამერიკის შტატ იუტას მთებში თოვლმავლით მოძრაობისას ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

კენ ბოლკი რალისა და დრიფტის ლეგენდა იყო, შემთხვევისას ის თოვლმავალს ციცაბო ფერდობზე მართავდა, რა დროსაც გადაბრუნდა და ავტომრბოლელს დაეცა.

„დიდი წუხილით გაცნობებთ, რომ კენ ბლოკი დღეს თოვლმავალით მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა. კენი ნიჭიერი, შემოქმედებით უნარით დაჯილდოებული ადამიანი იყო. ის გახლდათ პიონერი და მისაბაძი ფიგურა, პირველ რიგში კი, სამაგალითო ადამიანი, მამა და მეუღლე“, – ვკითხულობთ მისი გუნდის, Hoonigan Racing-ის განცხადებაში.