ჯენსონ ბატონი ექსკლუზიურ მაკლარენს ჰყიდის
ჯენსონ ბატონი ექსკლუზიურ მაკლარენს ჰყიდის

ფორმულა 1-ის 2009 წლის ჩემპიონი – ჯენსონ ბატონი „მაკლარენის“  საკუთარი ექსკლუზიური მოდელის გაყიდვას აპირებს. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ინგლისელი კალიფორნიაში გადასახლდა, ავტომობილი კი ბრიტანეთშია დარეგისტრირებული.
„გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მინდა, ჩემმა „მაკლარენმა“ ვინმეს მაინც მიანიჭოს სიამოვნება. დამიჯერეთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია. გული მწყდება. ჩვენ ერთმანეთს ერთი თვის წინ სილვერსტოუნში WEC-ის ერთ-ერთ ეტაპზე გამოვემშვიდობეთ“ . – წერს სოციალურ ქსელში ბატონი.
„მაკლარენ P1“ -ს 903 ცხენის ძალა აქვს. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 350 კილომეტრია. ეს მოდელი მსოფლიოში სულ 375 ცალია, თუმცა ბატონის კუთვნილ ავტომობილს აქვს პაკეტი, რომელიც მას რბოლებისთვის გამოსადეგს ხდის. ის დაფარულია განსაკუთრებული საღებავით, აქვს განსხვავებული სალონი, კარბონო-კერამიკული მუხრუჭები, ექსკლუზიური საბურავები, კარბონის სარკეები და კარები. ყოველივე ამის გათვალისწინებთ, გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული „მაკლარენის“ ფასი 2 მილიონი დოლარია.