ძიუდო | ზაალიშვილი და ქავთარაშვილი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) და ირაკლი ქავთარაშვილი (90 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდებიან.
ქავთარაშვილი ნახევარფინალში ყირგიზ მელისოვთან დამარცხდა, ზაალიშვილმა კი იაპონელ ჰირანოთან წააგო და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობაზე, ჯერჯერობით, ორი მედალი აქვს – თორნიკე გიგაურმა (66კგ) და ლუკა ომანაძემ (60კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.