ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ფინეთის გრანპრიზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზეა #1TVSPORT
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მიმდინარეობს გრანპრის ეტაპი ფიგირულ ციგურაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ნიკა ეგაძე მონაწილეობს.
ეგაძემ მოკლე პროგრამით გამოსვლის შემდეგ 79.45 ქულა დაიმსახურა და მეოთხე ადგილზეა. მასზე წინ ესტონელი მიხაილ სელევკო (85.01), ჩინელი იუდონგ ჩენი (82.88) და შვედი ანდრეას ნორდებეკი (82.08) არიან.
ქართველი სპორტსმენი თავისუფალი პროგრამით 21 ნოემბერს იასპარეზებს.