ძიუდო | ზაალიშვილი და ქავთარაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ქავთარაშვილი (90 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ – ქავთარაშვილმა იაპონელი ჰარუ შიბატა ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გადასასვლელად ჩინელ ლიანს შეხვდება.
ზააალიშვილმა კი მონღოლ უგაბნიარს სძლია და ნახევარფინალში რუს დოსიაკს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობაზე, ჯერჯერობით, ორი მედალი აქვს – თორნიკე გიგაურმა (66 კგ) და ლუკა ომანაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.