საქართველოში პირველად - საავტომობილო სპორტის ფედერაციის და კომპანია „სიმულექს რეისინგის“ ორგანიზებით, ვირტუალური ჩემპიონატი Georgian Digital Racing Championship 2020 ჩატარდება
საქართველოში პირველად - საავტომობილო სპორტის ფედერაციის და კომპანია „სიმულექს რეისინგის“ ორგანიზებით, ვირტუალური ჩემპიონატი Georgian Digital Racing Championship 2020 ჩატარდება

ეს იქნება ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიოს ავტოსპორტის თამაშებზე ქართველი მრბოლელის წარსადგენად. ფედერაციის გეგმით წლის საუკეთესო სიმ რეისერი (ვირტუალური მრბოლელი), რომელსაც არ ექნება რეალური პროფესიული სარბოლო გამოცდილება, Fia Motorsport Games 2021 – ზე გაემგზავრება.

ჩემპიონატი ავტოსპორტის ერთ-ერთ პოპულარულ სახეობა „წრიულ რბოლა“-ში გაიმართება. თითოეული რბოლის წესები კი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლის რეგულაციების იდენტური იქნება.

ტურნირი სტარტს 3 ივნისს აიღებს და 8 ივლისს დასრულდება. საერთო ჯამში ავტომრბოლელები სხვდასხვა სიმულირებულ ტრასაზე 6 ეტაპს გაივლიან და 12 რბოლას ჩაატარებენ. სარბოლო სერიაში გამოიყენება მხოლოდ ავტომობილი Bmw m235i, სტანდარტული კონფიგურაციით (Setup).
ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც აქვს: პერსონალური კომპიუტერი, საჭე და პედლები, Steam-ის ანგარიში და რეისინგ სიმულატორი – Assetto Corsa Dream Pack 1.

ჩემპიონატზე რეგისტრაცია 2 ივნისამდე გრძელდება და დეტალური ინფორმაცია ფედერაციის სოციალურ და ოფიციალურ ვებგვერდებზე შეგიძლიათ ნახოთ.

აღსანიშნავია, რომ სადავო სარბოლო ინციდენტებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) გოლდ სტანდარტის სტიუარტი, მეთიუ ნორმანი განიხილავს.