საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია.
სარგსიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი საგანელიძე დახვდნენ.
სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან – პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
ავტორი: ვაკო ორმოცაძე