ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, ამ გამარჯვებას ვერავინ წაგართმევს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, ამ გამარჯვებას ვერავინ წაგართმევს

ოპოზიციონერმა დეპუტატმა და აქციების ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გაავრცელა.

„შენ გაიმარჯვე, სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ და ამ გამარჯვებას ვერავინ წაგართმევს. გილოცავთ გამარჯვებას“, – წერს ფაშინიანი.

საპროტესტო აქციებიდან 11 დღის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დღეს დატოვა.

სარგსიანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანამდე, ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე, იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007 წლებში).

 

დატოვე კომენტარი