რა ხდება ერევანში სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ [ფოტო-ვიდეო]

17:28, 23.04.2018

ერევანში სერჟ სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ.

აქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან სარგსიანის გადადგომას ითხოვდნენ, ერევნის ქუჩებში ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებას ოვაციებით ხვდებიან.

სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.

მსგავსი