ერევანში სერჟ სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ.
აქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან სარგსიანის გადადგომას ითხოვდნენ, ერევნის ქუჩებში ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებას ოვაციებით ხვდებიან.
სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.