არარატ მირზოიანი - ჩვენთვის გაუგებარია, როგორ წარმოადგენენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ პარტნიორები თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროს სამხრეთ კავკასიაში
არარატ მირზოიანი - ჩვენთვის გაუგებარია, როგორ წარმოადგენენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ პარტნიორები თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროს სამხრეთ კავკასიაში

ოფიციალური ერევნისთვის გაუგებარია, როგორ წარმოადგენენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ პარტნიორები თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროს სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხური მხარე ყველა ღონეს ხმარობდა მინიმალურად მისაღებ ფორმულირებამდე მისასვლელად, რომლითაც მას შეეძლო, დაკავშირებოდა ორგანიზაციას.

„თუმცა საბოლოოდ მივხვდით, რომ ეს ძალისხმევა არ იქნებოდა წარმატებული. ეს მისია შეუძლებელი იყო“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის მისიის მნიშვნელობაზე აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში და აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობის ფაქტორი გახდა.

მირზოიანის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი, როგორც ინსტიტუტი, მონაწილეობას იღებს სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.