სერჟ სარგსიანი მმართველი „რესპუბლიკური პარტიის" წევრებს შეხვდა
სერჟ სარგსიანი მმართველი „რესპუბლიკური პარტიის"  წევრებს შეხვდა

სომხეთის „რესპუბლიკური პარტიის” წევრები ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანსა და პრემიერ- მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს, კარენ კარაპეტიანს შეხვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი შეხვედრის მხოლოდ პირველ ნაწილს ესწრებოდა. ექსპრეზიდენტმა  პარტიის წევრებს დეტალურად აუხსნა გადადგომის მიზეზი და ერთიანობისკენ მოუწოდა .

შეხვედრის მეორე ნაწილი  არსებულ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური პარტია მზადაა პოლიტიკურ ძალებთან, ნებისმიერი საკითხი განიხილოს .

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერის შეცვლის საკითხზეც იმსჯელეს.