სომხეთის „რესპუბლიკური პარტიის” წევრები ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანსა და პრემიერ- მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს, კარენ კარაპეტიანს შეხვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი შეხვედრის მხოლოდ პირველ ნაწილს ესწრებოდა. ექსპრეზიდენტმა პარტიის წევრებს დეტალურად აუხსნა გადადგომის მიზეზი და ერთიანობისკენ მოუწოდა .
შეხვედრის მეორე ნაწილი არსებულ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე მსჯელობას დაეთმო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური პარტია მზადაა პოლიტიკურ ძალებთან, ნებისმიერი საკითხი განიხილოს .
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერის შეცვლის საკითხზეც იმსჯელეს.