დავით ბერძენიშვილი - ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროსაც, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა
დავით ბერძენიშვილი - ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროსაც, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა

ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებს, მონტენეგროსაც, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა. ვხუმრობ ხოლმე, რომ ალბანეთია ჩემი იმედი, ალბანეთი ნატო-ს წევრია უკვე. არა ვართ მათზე უკან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ნაკლი – ცუდ დროს დაემთხვა ეს ხალხი ხელისუფლებაში. ასეთი ცუდი ხელისუფლება, არაადეკვატური დასავლეთის გადმოსახედიდანაც საქართველოს არ ჰყოლია“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.