დონალდ ტრამპი აიოვას შტატში, რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ლიდერობს - დიდი პატივია, რომ ამხელა კონკურენციაში მე გავიმარჯვე
დონალდ ტრამპი აიოვას შტატში, რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ლიდერობს - დიდი პატივია, რომ ამხელა კონკურენციაში მე გავიმარჯვე

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიოვას შტატში, რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში, ე.წ. კოკუსში ლიდერობს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აიოვას შტატში ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ტრამპი ხმების 51%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი ხმათა 21.2%-ით, ხოლო სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი მესამე ადგილზეა ხმათა 19,1%-ით.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. ნამდვილად დიდი პატივია, რომ ამხელა კონკურენციაში მე გავიმარჯვე. ეს არის შესანიშნავი გრძნობა”, – განაცხადა ტრამპმა.

მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ე.წ. კოკუსი კანდიდატების პირველ ოფიციალურ რეიტინგად მიიჩნევა და საპრეზიდენტო რბოლაში მათი მონაწილეობის შანსს აჩვენებს.