სერჟ სარგსიანმა „რესპუბლიკურ პარტიას“ თავმჯდომარის პოსტზე კარენ კარაპეტიანის კანდიდატურა შესთავაზა

15:57, 26.04.2018

სომხური მედიის ინფორმაცით , ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა „რესპუბლიკურ პარტიას“თავმჯდომარის პოსტზე კარენ კარაპეტიანის კანდიდატურა შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციით, სერჟ სარგსიანისა და თანაგუნდელების შეხვედრა დილის 5 საათამდე გრძელდებოდა.

შეხვედრაზე ექსპრეზიდენტმა კოლეგებს დეტალურად აუხსნა, რატომ დატოვა თანამდებობა.

სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, სარგსიანი პარტიის დატოვებასაც გეგმავს.

ერევანში  მმართველი „რესპუბლიკური პარტიის” ხელისუფლებიდან ჩამოშორების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება.

მსგავსი