საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია

16:12, 25.12.2017

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია.

სარგსიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ​ი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი საგანელიძე დახვდნენ.

სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან – პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

 

ავტორი: ვაკო ორმოცაძე

მსგავსი