საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო 

საქართველომ უკვე დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ დღეს გამართუ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დონდუამ აღნიშნა, 2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს ე.წ. დამოუკიდებლობა.

„აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას”, – განაცხადა დონდუამ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარებისგაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.