სირიის საგარეო უწყება ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

13:45, 29.05.2018

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი