დავით დონდუა - რუსეთის მხრიდან კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავთ
დავით დონდუა - რუსეთის მხრიდან კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავთ

ჟენევაში არ ყოფილა არც ერთი რაუნდი, რომ არ დაგვეყენებინა ბაშარულის, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხები, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.

როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, ბაშარულის, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები გამოუძიებელია, სამივე საქმეზე დამნაშავეები გარეთ არიან და ხდება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.

„ამ რაუნდზეც გვექნება საუბარი, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ეს არის ერთგვარი ინდიკატორი და ლაკმუსის ქაღალდი, რამდენად უნდა რუსეთის მხარეს კონფლიქტის მოგვარება და რამდენად ზრუნავს, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა. არც ერთი მიმართულებით არაფერი გაუკეთებია. კონფლიქტი ვერ მოგვარდება მხოლოდ ერთი მონაწილის კეთილი ნების საფუძველზე. კონფლიქტის მოგვარებას ყველა ჩართული აქტორის პოლიტიკური ნება სჭირდება. ამ პოლიტიკურ ნებას ჩვენ რუსეთის მხრიდან ვერ ვხედავთ”, – განაცხადა დავით დონდუამ.