საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი გათავისუფლებულია
რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი გათავისუფლებულია.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გათავისუფლების სანაცვლოდ, 2000 რუსული რუბლი გადაიხადეს.
27 წლის გოჩა ბერიანიძემ და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ოკუპირებული ცხინვალი ცოტა ხნის დატოვეს.
გათავისუფლებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციაში დაკითხავენ.
ჯავახიშვილი და ბერიანიძე თანასოფლელებთან ერთად, სოფლის სალოცავში მიდიოდნენ, როდესაც მათი დაკავება მოხდა.