სუს – ლომისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

11:43, 21.10.2018

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

როგორც პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს მათი გათავისუფლება“, – აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს. პირველი არხის ინფორმაციით, გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.

მსგავსი