სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად.

სოფლის გამგებლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, დაკავებულია ალექსანდრე შიუკაშვილი. მოზარდი თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა ტყეში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ცერცვაძის თქმით, შიუკაშვილთან მყოფებმა გამოქცევა მოასწრეს.