კასპის მერის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ორი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
კასპის მერის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ორი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

ერთ-ერთმა გატაცებულმა ოჯახს დაურეკა და უთხრა, რომ მათი სასამართლო პროცესი ხვალ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ მერაბაშვილმა განუცხადა.

„ოჯახის ინფორმაციით, ხვალ იქნება სასამართლო პროცესი საოკუპაციო საზღვრის დარღვევის გამო და როდესაც შედგება სასამართლო პროცესი, ოჯახს აქვს იმედი, რომ შემდეგ უკვე მოხდება ოჯახში ორივე ადამიანის დაბრუნება. ისინი სოფელ კოდისწყაროს მცხოვრებლები არიან. ჩვენც ვიმედოვნეთ, რომ ისინი მალე  დაბრუნდებიან“, – განაცხადა მანუჩარ მერაბაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ კოდისწყაროს ორი მცხოვრები რამდენიმე საათის წინ დააკავეს.