საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ აძვის მცხოვრები დააკავა

13:42, 27.02.2020

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მცხოვრები, შუა ხნის მამაკაცი დააკავა.

​არსებული ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტი დღეს მოხდა.

საქართველოს პირველ არხს ფაქტი დაუდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი