საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მცხოვრები, შუა ხნის მამაკაცი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტი დღეს მოხდა.
საქართველოს პირველ არხს ფაქტი დაუდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.